andaneri

ჩვენს შესახებ

2015 წლიდან

ქართულ-ევროპული საწარმო „გემოების ლაბორატორია“ 2015 წლიდან ხელოვნდება სიროფებისა და სასმელების წარმოების ტექნოლოგიაში. 2025 წლიდან გემოების ლაბორატორია „ანდანერი“-ს ბრენდის ქვეშ აწარმოებს სიროფებს, რომლის გამოყენებითაც არა მხოლოდ პროფესიონალი ბარისტები და მიქსოლოგები, არამედ მოყვარულებიც ფრთებს ასხამენ ყველაზე გაბედულ წარმოსახვასაც კი და ქმნიან ისეთ გემოს, არომატსა და ფერს, როგორიც, აქამდე არავის შეუქმნია საქართველოში „გემოების ლაბორატორია“ ერთადერთი საწარმოა, რომელსაც ხელი მიუწვდება ნებისმიერი ხილისა თუ მცენარის ნატურალურ არომატსა და ექსტრაქტზე მსოფლიოს მასშტაბით.

ანდანერის ერთერთი უმსხვილესი მომწოდებელია Doehler Gmbh, რომელიც ნატურალური არომატების, კონცენტრატებისა და ინგრედიენტთა სისტემების უმსხვილესი მწარმოებელია, ხოლო ხილის გადამუშავების მიმართულებით წამყვანი კომპანიაა მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, ანდანერის მიერ გამოყენებული ნედლეული მოყვანილია იქ, სადაც ბუნება საუკეთესო ჯიშებს ახარებს.

გასაქანი მივცეთ ადამიანების შემოქმედებითობას არნახული, ეშხიანი გემოების მარტივად შესაქმენლად.

გემოების შექმნის მსოფლიო კლასის ოსტატობითა და მოქნილობით, გავხდეთ ინდუსტრიაში ახალი შესაძლებლობების შექმნის უალტერნატივო დასაყრდენი.

პრემიუმ ხარისხი, მოქნილობა, მუდმივი განვითარება, სანდოობა

ანდანერის პროდუქცია იქმნება

  • გერმანული ტექნოლოგიით
  • ნატურალური არომატებით
  • წვენის ნატურალური კონცენტრატებით
  • ექსტრაქტებით
  • ევროპული შაქრით
  • შაქრის ხარისხიანი შემცვლელებით

პარტნიორები, რომლებიც გვენდობიან და ვისითაც ვამაყობთ

partners

ჩვენ ვქმნით პრემიუმ ხარისხის სიროფებს არნახული, განსხვავებული, მრავალფეროვანი გემოებისა და დაუვიწყარი შეგრძნებების შესაქმნელად!

სიროფების ნახვა