logo ge
  • შპს. "გემოების ლაბორატორია" სერტიფიცირებულია ISO 22000:2018 & ISO 9001:2015

ჩვენს შესახებ

ანდანერი არომატული სიროფების ქართული ბრენდია, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე შპს "გემოების ლაბორატორია" აწარმოებს.

ჩვენ ვქმნით პროდუქტებს, რომელიც მრავალფეროვანი გემოებით, ფერთა გამითა და სურნელით ფრთებს შეასხამს ბარმენების, კულინარების, ბარისტების, გურმანების წარმოსახვას.

ანდანერთან ერთად თქვენ შექმნით სასმელს, რომელიც აქამდე და ასე არავის შეუქმნია, ფრთას შეასხამთ თქვენს ყველაზე გაბედულ წარმოსახვასაც კი და რაც მთავარია, მარტივად! ჩვენ, როგორც ევროპისა და აზიის შესაყარზე აღმოცენებული კომპანია, ორგანულად ვქმნით, როგორც ქართულ გემოთა პალიტრას, ასევე მსოფლიო ბაზრებისთვის პოპულარულ გემოებს, რათა პროფესიონალმა ბარმენებმა, ბარისტებმა, კულინარებმა და გურმანებმა მეტი ეშხი, გემო, სურნელი და შეგრძნება შესძინოთ თქვენს კოქტეილებს, ყავას, ჩაის, გაზიან სასმელებს და უკეთ გამოხატოთ საკუთარი თავი.

ანდანერის ყოველი ბოთლის უკან დგას გუნდი, რომელიც 25 წლიანი გამოცდილებით ამაყობს სასმელების ბიზნესში, მეტიც, ჩვენი ტექნოლოგები და ფლავორისტები კარნახობენ გემოვნურ ტრენდებს ქართულ ბაზარზე და ევროპული ტექნოლოგიით მაღალ ხარისხიან პროდუქტს ვთავაზობთ თქვენს საბოლოო მომხმარებელს.

ჩვენ არ ვქმნით უბრალოდ სიროფებს...

ჩვენ ბოთლში ვაქცევთ ქართული სტუმართმოყვარეობის სულს, ოსტატობის ტრადიციასა და გემოს ხელოვნებას. ვქმნით ფერებს, არომატებსა და გემოებს, რომლებიც თითოეულ სასმელს თქვენს უნიკალურ, ხელწერად ქცეულ შედევრად აქცევს!